loader

ზუგდიდში, 10 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშისას გარდაიცვალა - რას ამბობს ექიმი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში, 10 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშისას გარდაიცვალა - რას ამბობს ექიმი?

ზუგდიდში 10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, მას ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიება 40 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. "შემოიყვანეს ბავშვი ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა", - ამბობენ მედიკოსები.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს თამაშის დროს თავში ბურთი მოხვდა. შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.