აშშ-ში ავარიისას 2 ქართველი დაიღუპა - კადრები ადგილიდან
"ქალაქ ნიუარკში რამდენიმე ავტომობილის მონაწილეობით სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. მოგიწოდებთ მგზავრობისთვის ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლოთ", - ნათქვამია ნიუ-ჯერსის შტატის პოლიციის განცხადებაში.
ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.