loader

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა - აივანზე 41 წლის მამაკაცი იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა - აივანზე 41 წლის მამაკაცი იმყოფებოდა

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ის აივანზე იმყოფებოდა.
როგორც „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.