loader

"აი, გახარიას უწყება!!! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვთ თავში არც ერთს" - ზაზა სარალიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, გახარიას უწყება!!! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვთ თავში არც ერთს" - ზაზა სარალიძე

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - შელაპარაკება ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ სასადილოში მყოფ კუპრავას და სარალიძეს მოსთხოვეს, დარბაზში დაბრუნებულიყვნენ.

პოლიციამ ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით მიიყვანა.

"სამ საათამდე მოგვცა მოსამართლემ დრო. დავსხედით, ვჭამდით. დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო, ზვიად კუპრავას მოსთხოვეს. ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე. გახარიას უწყება, შენი დედაც... აი, გახარიას უწყება!!! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვთ თავში არც ერთს, ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცალეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.



იხილეთ ასევე: რა განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ სასამართლო პროცესზე

"2017 წლის 1 დეკემბერი იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წაიშლება" - მირზა სუბელიანის სიტყვები სასამართლო დარბაზიდან