loader

მძიმე სიტუაცია "ახმეტელის მეტროსთან" - დატბორილია მიმდებარე ტერიტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე სიტუაცია "ახმეტელის მეტროსთან" - დატბორილია მიმდებარე ტერიტორია

ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის რაიონში პრობლემები შეიქმნა. როგორც „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დატბორილია „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. გლდანის რაიონში ასევე დაფიქსირდა კიდევ ერთი გამოძახება საცხოვრებელ კორპუსში, რომლის სარდაფიც დაიტბორა და სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გზის საავტომობილო მონაკვეთზე მომატებულია წყლის დონეა, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უამინდობასთან დაკავშირებით სხვა გამოძახებები არ ფიქსირდება.
კადრებს  თეკლა ფანქველაშვილი ავრცელებს.

ასევე იხილეთ: ძლიერმა წვიმამ გლდანში ქუჩები დატბორა - შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა

ნიაღვარი დიღომში - სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

რა ხდება საბურთალოზე ამ წუთებში

რა ხდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძლიერი წვიმის შედეგად

კადრები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ ყველაზე დიდი პრობლემები შექმნა

რა ხდება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე, სადაც მოძრაობა დროებით შეიზღუდა