loader

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15:00 საათზე, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, უმრავლესობის შეკრების თემა არის თუ არა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები. წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი. უცნობია, შეხვედრაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.