loader

"მე რა შუაში ვარ?!" - "ნაციონალების" დეპუტატი სულეიმანოვი დაკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე რა შუაში ვარ?!" - "ნაციონალების" დეპუტატი სულეიმანოვი დაკითხვის შემდეგ

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შენობა დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მარნეულში ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ცემის ფაქტზე მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. სულეიმანოვი ირწმუნება, რომ მას ალახვერდიევი არ უცემია, უბრალოდ შეხვდა და ესაუბრა მარნეულის ერთ-ერთ ჩაიხანაში.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

ასევე იხილეთ: "აბაზოვმა აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და მოებანა სახე" - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს ასაჯაროებს

"ეს არის უსინდისობა და უნამუსობა" - რას ამბობს აზერ სულეიმანოვი, რომელიც მარნეულში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს