loader

რა ვიცით პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატზე, მამუკა ბახტაძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატზე, მამუკა ბახტაძეზე?

გუშინ, მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. შედეგად, მთავრობის სრული შემადგენლობაც გადამდგარია.

პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. მანამდე კი, მინისტრთა კაბინეტში უკვე ყოფილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.

ახალი პრემიერ- მინისტრის კანდიდატზე ბევრს საუბრობენ. იყო რამდენიმე ვერსია, თუმცა უმრავლესობა, რომლის სხდომაც დღეს, 17 საათზეა ჩანიშნული, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძეს დაასახელებს.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: საქართველოში უნდა დამთავრდეს ეს მასკარადი - მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ

რას საქმიანობდა მამუკა ბახტაძე, სანამ ფინანსთა მინისტრი გახდებოდა

"სასიძო ხართ ივანიშვილის" - მამუკა ბახტაძის პასუხი მაყურებლის შეკითხვაზე