loader

ბათუმის ღამის კლუბებში უცხოელებს არარსებული მენიუსთვის დიდი ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ - დაკავებულია 2, პასუხისგებაში მიცემულია 3 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ღამის კლუბებში უცხოელებს არარსებული მენიუსთვის დიდი ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ - დაკავებულია 2, პასუხისგებაში მიცემულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა, 3 კი პასუხისგებაში მისცა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს, ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე და უზბეკეთის 1 რესპუბლიკის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის, - ნათქვამია განცხადებაში.