loader

როგორ გამოიყურებოდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული, როცა მას პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული, როცა მას პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის თქმით, ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ წინასწარ დაგეგმა და განზრახ მოკლა პოლიციელი ბუტა ანთაძე.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
წინასასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 7 აგვიტოს, 11:30 საათზე გაიმართება.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: ერთმანეთში გაუგებრობა ჰქონდათ, ყოველთვის ამცირებდა - რას ჰყვება ბრალდებულის ბიძა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაზე

მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა - მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე

პოლიციის მხრიდან ბრალდებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არ იკვეთება - პროკურორი მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაზე