loader

"ქართული ოცნება" სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნება" სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს

"ქართული ოცნების" გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.

"მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალეცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.