loader

ცნობილია სამინისტროები, რომლებიც შეიძლება გაუქმდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია სამინისტროები, რომლებიც შეიძლება გაუქმდეს

ცნობილია სამინისტროები, რომლებიც შეიძლება გაუქმდეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება. ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის გაერთიანებულ სამინისტროს. ეს შესაძლოა თეა წულუკიანი არ იყოს.