loader

"დარიალის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარიალის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, შსს–ს შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.