loader

"20 წელია ვმუშაობ ამ სისტემაში და მეტი პროფესია მე არ მაქვს" - ბათუმის მერიასთან ამ წუთებში ხმაურია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"20 წელია ვმუშაობ ამ სისტემაში და მეტი პროფესია მე არ მაქვს" - ბათუმის მერიასთან ამ წუთებში ხმაურია

ბათუმის მერიის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად მათ ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს.

11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა არის დაგეგმილი, სადაც ერთ-ერთი თემა მძღოლების საკითხი იქნება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით, მათ შემოსავლის წყარო შეუმცირდებათ. 



ავტორი: მარიკო კეკელიძე