X
მძღოლების საყურადღებოდ: რა ბედი ელით გაზზე მომუშავე ავტომობილებს, რომელთაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ
11:11 / 03-07-2018
აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ნაწილს ტექდათვალიერების გავლის ვადა 1-ელ ივლისს ამოეწურათ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ, ხოლო 14-16 წლის ავტომობილებმა ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ ივლისამდე უნდა გაიარონ.

11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი, 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, რომლის ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.
აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით ხორციელდება:

ა) ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონ-პლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;
ბ) ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის
შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.


წყარო: bpn.ge
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს