loader

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. "სპორტალის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება - რეკეტი და "გემბლინგი" (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ", - დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის" ბრალდებით, 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი: ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.



ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა" - ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება