loader

როგორია თბილისის აეროპორტში მოწამლული პაციენტების მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია თბილისის აეროპორტში მოწამლული პაციენტების მდგომარეობა?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულმა შვიდივე პაციენტმა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" რეგიონული ჰოსპიტალი გუშინ რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" აღნიშნული კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი გამოკვლევის, დაკვირვებისა და მკურნალობის შემდეგ შვიდივე პაციენტი ბინაზე გაეწერა. ექიმის თქმით, მათ ამბულატორიული მეთვალყურეობა დაენიშნათ. დიხამინჯიას განცხადებით, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაზარალებულებისთვის უცნობია. ექიმი-ტოქსიკოლოგის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდებათ.