X
"მოწეული გვქონდა და გული წაგვივიდა, მოვიდნენ და მოვიდნენ პატრულები" - რუსთავში რძალ-დედამთილმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო
10:20 / 06-07-2018
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი "ინფო რუსთავს" თავად იმ ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა, რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. მისამართზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.


წყარო
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის