loader

"გვირაბიდან ამოდიოდა "მერსედესი" და დაეჯახნენ" - "მარშრუტკის" მძღოლი, რომლის მიზეზითაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვირაბიდან ამოდიოდა "მერსედესი" და დაეჯახნენ" - "მარშრუტკის" მძღოლი, რომლის მიზეზითაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დამნაშავე მძღოლს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.