loader

მარნეულში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი ხადას ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს, 4 წლის ბავშვს ამ დრომდე ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი ხადას ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს, 4 წლის ბავშვს ამ დრომდე ეძებენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგული ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, 4 წლის ბავშვს კი ეძებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.  

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. "პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება", - აცხადებენ შსს-ში.