loader

"გავაპროტესტე რუსეთის დროშის ფრიალი, ამას მოჰყვა შელაპარაკება" - ინციდენტი ბათუმში რუს და ქართველ გულშემატკივარ ქალებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავაპროტესტე რუსეთის დროშის ფრიალი, ამას მოჰყვა შელაპარაკება" - ინციდენტი ბათუმში რუს და ქართველ გულშემატკივარ ქალებს შორის

ბათუმში, ანბანის კოშკთან გვიან ღამით, რუსეთ-ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რუსმა ტურისტებმა შეატყობინეს. ტურისტების თქმით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქართველმა გულშემტკივრებმა ანბანის კოშკთან რუსეთის დროშების ფრიალი გააპროტესტეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა.