loader

ბოლო ინფორმაცია ჭუბერიდან: სამხედრო მანქანებმა დროებითი ხიდის კონსტრუქციები ადგილზე ჩაიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ინფორმაცია ჭუბერიდან: სამხედრო მანქანებმა დროებითი ხიდის კონსტრუქციები ადგილზე ჩაიტანეს

ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის კონსტრუქციები მიიტანეს. რკინის კონსტრუქციები თავდაცვის სამინისტროს მანქანებით შეიტანეს. ამის შემდეგ ჩატარდება არქიტექტურული სამუშაოები, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ სად განთავსდება დროებითი ხიდი, რომელიც მდინარე ნენსკრას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ერთმანეთთან დააკავშირებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით 3–4 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ტექნიკის მეორე მხარეს გადაყვანა, რომელიც ადგილზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ჩაატარებს.

ავტორები: ნარიტა ჩხაიძე, ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: რა ხდებოდა ჭუბერის შესასვლელთან, სადაც ხიდზე სატვირთო გაიჭედა