loader

ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს - ახალი კადრები ხეობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს - ახალი კადრები ხეობიდან

ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს. ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება. დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნება.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც. გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

მდინარის დონე ივლისის თვისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიუახლოვდა. შესაბამისი სამსახურები წყლის დონის მომატებას არ პროგნოზირებენ.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე