loader

კადრებში ჩანს, როგორ ამოჰყავთ საფეხბურთო კლუბის ბოლო ჩარჩენილი წევრი გამოქვაბულიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ ამოჰყავთ საფეხბურთო კლუბის ბოლო ჩარჩენილი წევრი გამოქვაბულიდან

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ბოლო, მე-12 მოზარდი და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Spring News-ი იუწყება.

მაშველების ჯგუფი მწვრთნელთან და მოზარდთან ერთად გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა.

Spring News-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.



ასევე დაგაინტერესებთ: გამოქვაბულში ჩარჩენილი 25 წლის ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული 

რა პირობებში უწევთ მუშაობა მაშველებს გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად