loader

20 წლის, წარსულში ნასამართლევმა პირიმა მარნეულში 18 ძროხა მოიპარა - ბრალდებული დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 წლის, წარსულში ნასამართლევმა პირიმა მარნეულში 18 ძროხა მოიპარა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.