ტყიბულში, თეატრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მართავენ მეშახტეები, ბაზრობებზე და მაღაზიებში დასაქმებულები.
მათთან ერთად აქციაზე იმყოფება პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ მეშახტეები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს. ასევე, პრემიერმა დოკუმენტურად წარმოადგინოს მისი განცხადება, რომ მუშები მინდელის შახტის გაჩერების პერიოდში მიიღებენ ხელფასს; ასევე, გამოძიების შემდეგ აღდგება შახტში საწარმოო პროცესი და გააგრძელებენ უსაფრთხოდ მუშაობას.
ავტორი: გიორგი სულაძე
ასევე დაგაინტერესებთ: "უცებ ყურებში წნევა შემივიდა, დამაგდო ძირს" - მინდელის შახტში 16 ივლისს გადარჩენილი ერთადერთი მეშახტე ტრაგედიის დღეს იხსენებს
"დარღვევები უკავშირდება ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურას, განიავების სისტემას და ა.შ."- ზედამხედველობის სააგენტო ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ
"ორი შვილი კიდევ იქ მყავს, როგორ გავუშვებ, არ ვიცი" - ტყიბულის შახტაში დაღუპულის დედა