loader

"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

პარტია "ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. დავით ბაქრაძის კანდიდატურის დასახლების ღონისძიება ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართა.

პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და ხალხს ხვალინდელი დღის იმედს გაუჩენს.

მისივე თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" უნდა აიძულოს მოახდინოს გადასახადების შემცირება, პენსიის გაზრდა, მოქალაქეების დახმარება და ა.შ.