loader

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დააყაჩაღეს არასრულწლოვნებმა მეხუთედ გლდანის "ბეკოს" მაღაზია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დააყაჩაღეს არასრულწლოვნებმა მეხუთედ გლდანის "ბეკოს" მაღაზია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკო"-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 22 ივლისს, 05:35 საათზე, სამმა პირმა მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია "ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალ. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"ბოლო პერიოდში "ბეკოს" ზემოხსენებული მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციაში კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია. საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.