loader

კადრები ტყიბულიდან, სადაც დაღუპული მეშახტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ტყიბულიდან, სადაც დაღუპული მეშახტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს კრძალავენ. ოჯახის წევრები გამოძიების ობიექტურ ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული კიდევ სამი მეშახტე გუშინ დაკრძალეს.
პარალელურად, ტყიბული ხვალიდან მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. მეშახტეები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც მოითხოვენ. კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რასაც მეშახტეების ქალაქი ხელისუფლებას უყენებს, შახტების შენარჩუნებაა.