loader

"წარღვნა იყო: ქარიშხალი, სეტყვა, წვიმა" - სტიქიამ კახეთში სახლები დატბორა და მოსავალი გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარღვნა იყო: ქარიშხალი, სეტყვა, წვიმა" - სტიქიამ კახეთში სახლები დატბორა და მოსავალი გაანადგურა

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. სტიქიის შედეგად განადგურდა სასოფლო სამეურნეო ნათესები და ნარგავები. დაიხოცა შინაური ფრინველი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები. მძიმე მდომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.