loader

როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ორი პოლონელი ტურისტია. დაშავებულთა რიცხვი 156 ადამიანამდე გაიზარდა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში ორშაბათს გაჩნდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პროკურატურამ ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

ხანძრის კერების ჩაქრობაში მონაწილეობას ბერძენი სამხედროებიც იღებენ.

"მასშტაბური და ფართო მობილიზების მიუხედავად, ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის კერების გავრცელებას. ამიტომაც ბევრმა ვერ შეძლო გაქცევა", - განაცხადეს საბერძნეთის სახანძრო სამსახურში.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრის 47 კერა დაფიქსირდა. 



ასევე დაგაინტერესებთ: რა სიტუაციაა ამ წუთებში საბერძნეთში, სადაც ხანძარს ებრძვიან - ბოლო ინფორმაციით საქართველოს ელჩი საბერძნეთში

საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს

თვითმფრინავიდან გადაღებული საბერძნეთის ხანძარი, რომელსაც უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ვითარება ხანძრის შემდეგ - ათეულობით გადამწვარი ავტომობილი საბერძნეთის საკურორტო ქალაქის ქუჩებში