loader

მუხაესტატეს მკვიდრები პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ - აქცია სოფლის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუხაესტატეს მკვიდრები პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ - აქცია სოფლის ცენტრში

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ. აქცია სოფლის ცენტრში გაიმართა. შეკრებილების განცხადებით, პოლიციის უფროსად მოკლული ბუტა ანთაძის ძმა ჯამბულ ანთაძე დანიშნეს.

მათი განცხადებით, ეს საკადრო გადაწყვეტილება დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდება. შემდეგ გავითარებილ მოვლენებზე ისინი პასუხიმგებლობას შს სამინისტოს აკისრებენ.აქციაზე ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის ბესიკ ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.

მკვლელობა 14 ივნისს, მოხდა. ანთაძე გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, მას ბრალდებულთან კონფლიქტი ჰქონდა.ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


ასევე დაგაინტერესებთ: ერთმანეთში გაუგებრობა ჰქონდათ, ყოველთვის ამცირებდა - რას ჰყვება ბრალდებულის ბიძა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაზე

მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა - მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე

"დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა მუცლის ღრუში" - ექიმის პირველი კომენტარი მუხაესტატეს პოლიციის უფროსის გარდაცვალებაზე, რომელიც თანასოფლელმა მოკლა