loader

ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სცემა და გაძარცვა - რა ახალი დეტალებია ცნობილი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სცემა და გაძარცვა - რა ახალი დეტალებია ცნობილი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე

თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გლდანში მოხდა.

ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მგზავრობისას მძღოლმა გოგონას ლუდი შესთავაზა, რომელზეც ის დათანხმდა. მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა მძღოლმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ტაქსის მძღოლმა გოგონას ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა.

დაზარალებულმა დახმარება ბენზინგასამართ სადგურზე ითხოვა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

მოძალადე, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის პოლიციამ უკვე დააკავა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ასევე პოლიციაში იმყოფება დაზარალებულიც, რომელიც სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას ის ნივთებიც ამოიღო, რომელიც მან გოგონას წაართვა.