loader

ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო: სად და როგორ მოუწევთ მძღოლებს დარეგისტრირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო: სად და როგორ მოუწევთ მძღოლებს დარეგისტრირება

1-ლი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. როგორც "პალიტრანიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge

თბილისის მერიის ცნობით, ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში - 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ვებგვერდზე მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი.