loader

კოჯრის სამხედრო ნაწილში ერთი ჯარისკაცი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი ამ დროისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოჯრის სამხედრო ნაწილში ერთი ჯარისკაცი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი ამ დროისთვის

კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

„მოხდა დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურებს შორის. მომხდარზე სამხედრო პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. დაზარალებული გადაყვანილია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში, სადაც უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვს მსუბუქი დაზიანებები“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა დღეს მოხდა. კადრებს მომხდართან დაკავშირებით "რუსთავი 2" ავრცელებს.