loader

ყარაჯალაში შვილიშვილმა ბაბუა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაჯალაში შვილიშვილმა ბაბუა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით პაპა გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება ჩაუტარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.