loader

საზარელი ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, დაღუპულია ერთი, დაშავებულია 13 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, დაღუპულია ერთი, დაშავებულია 13

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 13 ადამიანი. დაშავებულებიდან 6 ბავშვია.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

დაშავებულების ნაწილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ნაწილი კი, მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.