X
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა
17:03 / 06-08-2018
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.

„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“აქ ბადრიჯანი არავინ არის, ერთ ცალ უაზრო სიკეთეს არ გავაკეთებდი“ - ნოე სულაბერიძის გულახდილი გზავნილები, რომელსაც არავინ ელოდა
“მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო“ - ვინ არის ექიმი, რომელსაც პაციენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
“რა კარგი წყვილია... საყვარლები არიან“ - ლელა წურწუმიამ შვილის რჩეული გამოაჩინა
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილს თასები დაუმტვრია“- წყვილს შორის ახალი სკანდალი აგორდა
საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
“მერე შეუყუდოს ბერამ გინდ კიბე და გინდ სუდნო“ - გიგი უგულავა ვიქტორ სანიკიძის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრას ეხმაურება
ანი მალაზონიას სექსუალური ტვერკი იუსტიციის სახლის წინ - პოპულარულმა “მაგნოლიამ“ ახალი იმიჯით საზოგადოება გააოცა