loader

"შვილიც მოგვიკლეს და შვილიშვილიც" - რას ამბობენ ოჯახის წევრები მშობიარე ქალის და ახალშობილის გარდაცვალებაზე ქარელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილიც მოგვიკლეს და შვილიშვილიც" - რას ამბობენ ოჯახის წევრები მშობიარე ქალის და ახალშობილის გარდაცვალებაზე ქარელში?

ქარელში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც. 35 წლის ლალი ცხვედაძე მეხუთე შვილს ელოდებოდა. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქარელის კერძო სამშობიარო სახლ "დასტაქარში" მოხდა. ლალი ცხვედაძე სამშობიარო ტკივილებით კლინიკაში ღამით შეიყვანეს. ახლობლების თქმით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ის რამდენჯერმე ცუდად გახდა. გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. უმცროსი შვილი 1 წლისაა, უფროსი კი - 8 წლის. შსს-მ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო 35 წლის ქალი, რომელიც ქარელის სამშობიაროში ბავშვთან ერთად გარდაიცვალა