loader

ლონდონში, საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე უცხო პირი შეიჭრა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში, საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე უცხო პირი შეიჭრა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით უცხო პირი შეიჭრა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განაცხადეს, პირი აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

საელჩოს მიერ გამოძახებულ იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი.
ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოში. სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას", - აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.