loader

2008 წლის ომის დროს ჯორჯ ბუშთან დაძაბული საუბარი მქონდა - მას ამის გახსენება არ უყვარს, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2008 წლის ომის დროს ჯორჯ ბუშთან დაძაბული საუბარი მქონდა - მას ამის გახსენება არ უყვარს, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯს - მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის ომისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რამდენჯერმე ვესაუბრე და ხმასაც კი ავუწიე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჯორჯ ბუშთან რამდენიმე საუბარი მქონდა, მათ შორის, დაძაბული. მას ვუთხარი, რომ მამამისის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი განადგურდა, ხოლო მისი პრეზიდენტობისას კი საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება და რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირის აღდგენა დაუშვა. არ დავმალავ, რომ მასთან საუბარში ხმასაც კი ავუწიე. ეს დაძაბული საუბარი იყო. მას არ უყვარს ამის გახსენება, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ. მას განვუცხადე, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოდიოდა და მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი აღდგა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯორჯ ბუშმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მას უთხრა: "მოგვეცი გარკვეული დრო და ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ".


ასევე დაგაინტერესებთ: "მაშინ მე პუტინმა დამირეკა და მითხრა, რაც მოხდა, მოხდა" - მიხეილ სააკაშვილი


გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ საუკუნოვან მტერთან გაუგებარი გარიგება?! - სალომე ზურაბიშვილის პასუხი აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე