loader

კადრები სასამართლოდან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას საქმეზე დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას საქმეზე დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

შესაბამისად, სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი - 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.