loader

მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს - გაფრთხილება შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს - გაფრთხილება შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს. "დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.