loader

დავით სერგეენკომ 3 მედიკამენტი დაასახელა, რომელთა შეძენას ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით სერგეენკომ 3 მედიკამენტი დაასახელა, რომელთა შეძენას ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებთ

მედიკამენტების - "მედფორმინის", "გლიმეპრიდისა" და "გლიკლაზიდი" შეძენას მოსახლეობა ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც სერგეენკომ განმარტა, აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

მინისტრის ინფორმაციით, შარშან დაიწყო პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითად ქრონიკული დაავადებებს, რაც არ არის საკმარისი. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება სხვა მედიკამენტების ფასების განახევრებაც.