loader

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ "ნინოში" შესვლის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, კლინიკა ვალდებულია, მომხდარი ფაქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს აცნობოს, რაც ჯერ არ გაუკეთებია.

"ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს დაწესებულებაში შესვლის თაობაზე და როგორც კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, შესწავლას დავიწყებთ. რასაკვირველია, "ნინოში" აუცილებლად შევალთ და ალბათ, ღუდუშაურის კლინიკაშიც, - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.



ასევე დაგაინტერესებთ: "8 წელია ჩემი პაციენტი იყო ეს გოგო" - სამშობიაროში 35 წლის ქალი გარდაიცვალა