loader

სადესანტო გემი, ვერტმფრენები, ახალი ტანკები - რუსეთის ჯარი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სადესანტო გემი, ვერტმფრენები, ახალი ტანკები - რუსეთის ჯარი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.

სამხედრო სწავლების სცენარის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის დესანტი გუდაუთის პოლიგონის სანაპირო ზოლზე სანაპიროს დაცვის მიზნით გადმოსხეს.

საერთო ჯამში, სწავლებაში 2 500 სამხედრო მონაწილეობს. ასევე ჩართულია სამხედრო ტექნიკის 600 ერთეული, მათ შორის, სადესანტო გემი БДК, ვერტმფრენები Ка-52 და ახალი ტანკები Т-72Б3.

"სწავლებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის ორ ეტაპად არის დაყოფილი და პოლიგონებზე გაიმართება, სადაც აფხაზურ დანაყოფებთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებას განვახორციელებთ", - განაცხადა რუსეთის 49-ე არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ვლადისლავ ერშოვმა.