loader

"გაიპარა ეს, ვიღებთ ამ შეცდომას და შენიშვნას... გაუქმებულია" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაიპარა ეს, ვიღებთ ამ შეცდომას და შენიშვნას... გაუქმებულია" - კახა კალაძე

თბილისის მერიამ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა და მშენებელს სხვა, ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხს, რომელიც წერეთელზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ადგილზე მიმდინარეობდა, თბილისის მერი კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ განმარტა, ტერიტორია, სადაც ახალი მშენებლობა დაიგეგმა, სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს და ადგილობრივების სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მერმა ფოტომასალაც წარადგინა და აღნიშნა, რომ სასტუმროს “ჩაკვეხება“ შუა ადგილზე უნდა მომხდარიყო.

ამ კონტექსტში კალაძემ ისიც განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა მერიის მიერ მათივე მმართველობის პერიოდშია გაცემული.


ასევე დაგაინტერესებთ: დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ მსხვილ პროექტს - კახა კალაძე