loader

"ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში კვლავ დაკითხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში კვლავ დაკითხეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. სუს-ში დაკითხვაზე ის კვლავ დაიბარეს. უწყებაში მაჩალიკაშვილთან კითხვები აქვთ 9 თვის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, როდესაც სპეცრაზმის მიერ გასროლილ ტყვიას მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.კითხვები მასთან სავარაუდოდ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც ექნებათ. შვილმკვდარი მამა აცხადებს, რომ ამ საქმესთან მას კავშირი არ აქვს და სუსი ცდილობს, რომ მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა მოახდინოს. ის არ გამორიცხავს, რომ ბრალი წარუდგინონ. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მანამდეც სუს-ში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე იყო დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები გაასამართლა.