loader

კადრები კახეთიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კახეთიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებით თელავი და მისი მიმდებარე სოფლები, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

„ძალიან ძლიერი სტეყვა იყო. განსაკუთრებით დაზიანდა თელავი და მისი მიმდებარე სოფლები. სეტყვა იყო ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ორი სოფელია ძლიერად დასეტყვილი. ესენია მატანი და ქისტაური. ახლა სამაშველო ჯგუფები, მერიისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან გასულები და მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.