loader

"ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - გიგანტური პლაკატი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - გიგანტური პლაკატი ბათუმში

ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა "რუსეთი ოკუპანტია" საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, რუსთაველის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს და მავთულხლართები გააბეს. მათი განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩასულ ტურისტებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ისინი ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ და პლაკატებს გააკრავენ, სადაც მითითებული იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მათივე განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება და მასშტაბური აქცია ჩატარდება გორში. 


ავტორი: მარიკო კეკელიძე


ასევე დაგაინტერესებთ: "დიახ, ეს არის ოკუპაცია" - ანგელა მერკელის პასუხი ქართველი სტუდენტის შეკითხვაზე